* * * მე არ ვცეკვავ
დაიტალღა ვარდისფერი კაბა.
მაგრამ უცბად მოტყუებით ვიჭერ
ორი ხელით - ქარს და მაგრად ვაბამ.
ჩუმადაა, ონავარი - ოდნავ
თრთის მუხლებთან. - სადღა წავა, აბა!
ნეტავ შევძლო, რომ მოვთოკო ჟინიც,
როგორც ქარით მოფრიალე კაბა!
* * * მე არ ვცეკვავ