* * * როდესმე დამთავრდება ხეტიალი
ვინ იცის, დაღლილზე გაგიხარდეს.
ან ხრამში ბოლო მოგეღება,
ან ზვავი შეგინახავს აპრილამდე.
არავის დააკლდება არაფერი,
არც მზე დაგაკლდება დილდილობით.
ეგ არის, ვერ გაიგებ ვერასოდეს,
მივდიოდი თუ მოვდიოდი.
* * * როდესმე დამთავრდება ხეტიალი