Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ცერცვაძე ვასილ
გაზიარება

ყველაზე ჯანმრთელი-ავადმყოფი გული ექსკლიუზივი

თქვენ მე შემეკითხეთ _
`გული რატომ არის?..~
და მე გიპასუხეთ _ გული რატომ არის,
თუ არ იფეთქა და...
თუ არ იბორგა და...
თუ არ დაიხარჯა...
აბა რა გულია _ ერთხელ თუ არ გასკდა
სად ვთქვა _ კრწანისთან ან...
რა ვთქვა _ გარნისთან ან...
_ მართალი ბრძანდებით _
ან არ გაიმარჯვა.
(სხვათა შორის, ყველაზე ჯანმრთელია _
ქვეყნისათვის ავადმყოფი გული.)
თქვენ მე შემეკითხეთ _
`სისხლი რატომ არის?!..~
და მე გიპასუხეთ _ სისხლი რატომ არის,
თუ არ იყივლა და...
თუ არ იხუვლა და...
თუ არ გადმოხეთქა...
არ შეიძლება ჯგუფებად დაიყოს...
ხარისხებად იყოფა სისხლი...
(ასე მაგალითად _ უმაღლესი ხარისხისაა
_ ერისთვის
დანთხეული სისხლი)
თქვენ არ მეთანხმებით _
`მთავრდება ეპოქა, ძალიან შორსაა აქედან
კრწანისი~...
ჩემო მეგობარო, კამათი გვეყოფა...
წესს ადასტურებს გამონაკლისი.

??????