ფხოველი ჯარჯი
გაზიარება

წყლის თავისუფლება ექსკლიუზივი

გახსენი ონკანი: პირზე შეისხი
ტყვეობიდან გათავისუფლებული წყალი...
წარმოიდგინე, რომ დგახარ მდინარის პირას
და პეშვშიც დიდი თავისუფლება გისხია...
და შენს თვალებშიც
თავისუფალი მდინარე ლივლივებს...
თავისუფლების საიდუმლო
შენზე უკეთ მდინარემ იცის!..
და მაშინ, როცა პეშვით აიყვან,
ის მიძვრება თითებს შორის
და გაგირბის შეუმჩნევლად,
და გაგირბის საბოლოოდ,
და გაგირბის დაუბრუნებლად,
როგორც მოწამლულ ველს გაურბის
მწვანე ბალახი...
ონკანის უკან ოკეანეა...
ონკანის უკან დიდი ცაა თავისუფლების...

??????