ჩიღვინაძე გივი
გაზიარება

გვრიტი 

რას ამბობს გვრიტი ფრთამალი,

რა ამბავს მოგვახარებსა?

გადმოვიქროლე ტრამალი,

დავბრუნდი მშობელ მხარესა.

 

აყვავებულა ბუნება,

მწვანე Mჩაუცვამს მთა-ველსა,

ნიავი მეჩურჩულება,

სხივი მიკოცნის თვალებსა.

 

მაღალი ღმერთის წყალობით

დავივლი ტყეს და ჭალებსა,

ლაღი ფრენით და გალობით

შევამკობ არემარესა.

 

მშვიდ ხეზე ბუდეს ავაგებ,

ბარტყებს დავჩეკავ ლაღებსა,

დავაფრენშემოვატარებ

მაღლა მთებსდაბლა - ბაღებსა. 

??????