Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გზირიშვილი ქეთი
გაზიარება

ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი... 

ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..
ნელ-ნელა ჭრიან, 
დაბადების დღის ტორტივით..

მე მახსოვს მკაცრი კონდუქტორი,
ქალი ვატმანი (არც თუ მკაცრი)..
მახსოვს დედა - აჩქარებული..
მე - ხელში ბედნიერი ბილეთით..
და ბედნიერი თვალებით..
რატომღაც.. 

ჩემი ბავშვობა ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..
ნელ-ნელა ვჭრი..
(სულაც არა დაბადების დღის ტორტივით,
რადგან არ მიყვარდა დაბადების დღეები არასდროს..)
ლუკმებად ვანაწილებ და 
მშვიდად ვაგემოვნებ..

გუშინ, როცა ლისაბონის ფოტო მაჩვენე -
აღმართზე კოპწია ტრამვაით თავმოწონებული,
ჩემი ბედნიერი ბილეთი გამახსენდა - 
თავში და ბოლოში ერთნაირი ციფრებით..

ჩამოვიდოდი ლისაბონში..
(როგორც ჩემს ბავშვობაში..)
ერთხელ მაინც..

??????