Litclub.ge

საძოვარი (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)
დღეს ჩვენი წყაროს სათავეს ვწმენდავ -
ქვიშას დავაყრი, ხოლო სადაც კი
ხმელ ფოთოლს ვნახავ, უცებ გავაცლი
და მალე მოვალ - წამოდი ჩემთან.
ხბოს წამოვიყვან - სუსტსა და ფერმკრთალს,
ჩანს არ უხდება დედის ალერსიც.
ავირბენ ეგერ იმ ნაღვარევში
და მალე მოვალ - წამოდი ჩემთან.