Litclub.ge

ქართულ მიწას
და ასე იყო იმავ თავითვე:
დიოდენ, ჩქეფენ სისხლის რუები...
ახლაც რომ დაგჭრან, ისევ დაითმენ,
ჭრილობას ისევ შეეგუები!
აქ არავისთან არ დარჩი ვალში:
სისხლით წარსულის ცივი ცა ღებე...
შენ სულ სხვა ცეცხლით ივსები მაშინ,
როცა სამშობლოს დაგიძახებენ!