Litclub.ge

მზის აპოლოგია
საქართველოს მზე სხვანაირია:
ისეთია,
დახატვითაც რომ ვერ დახატავ:
უსათუოდ
რომელიღაც ფერი დაგაკლდება!სიტყვაშიც ვერ დაამწყვდევ,
რადგან მისი ღვთაებრივი გამოხედვა
სიტყვებს ნაცრად გადააქცევს!..
მოუხელთებელია,
თვალგაუსწორებელია...
ცვალებადია პოეტის გულივით...