Litclub.ge

როგორც მზე
არც ცხადის ბზარი მკრთალდება,
არც _ სიზმრის ნაიარევი.

რა მხარეები გამოჩნდა,
რა მზიან _ რა იანები.

ცის სიღრმეები გიხმობენ,
სამოთხისდარიანები...

როგორც მზე, მხოლოდ ანათებ,
უჩრდილოდ დაიარები.