Litclub.ge

გაკოცე შუბლზე (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

გაკოცე  შუბლზე,  ამგვარად  მსურდა,

თურმე,  ტუჩებში  მეკოცნა  უნდა!

და  მაინც  ისე,  წინანდებურად,

,  საყვარელო,  მხიბლავდი  მუდამ!

სულ   ცოტა  ღვინო - გრძნობის  მომრევი -

ქურქსაც  მოვისვრი,  დაუყონებლივ -

ღმერთო,   რარიგად  გაბრუვდებოდა

ეს  ჩემი  სისხლი,  ძველ  მოგონებით!...

 

მაგრამ,  ,  არა, ამნაირ  წლებში

ქალს  ტრფიალების არ  ახლავს  ეშხი,

თავად  ვენერა  სარდაფში  შეშას

ჩეხს,  ანაფოტებს   -  ნაჯახით  ხელში.

 

ნატანჯი  ყინვით  და   შავი  ჭირით,

სასტიკ   ზამთარზე   ჯვარდაწერილი,

ამურმა  ფრთების  სამაგიეროდ

თექის  ჩექმები  მოირგო,  თბილი.

 

სულო,  აღვსილო   მშვენიერებით,

დაგრიხე  თოკი,  შენივე  ნებით,

პატარა  გოგოს  თავსასთუმალთან

ჩამოუჯექი ,   ძველ   მოგონებით.

შორეულამდე ,  ნახვამდის,  გლოცავ,

ალბათ  მანამდე  მოგვიწევს  მოცდა,

სანამ,  უბრალოდ  შუბლზე  კი არა,

 თავდავიწყებით  ვისწავლით  კოცნას.

 

 

 ***                           

                         .  პასტერნაკს            

მანძილი :  მილი,  მილი  და  ვერსი

დაგვაცალკევეს   ამ   განაწესით,

ვიცხოვროთ   რიდით,  თვინიერებით,

სხვადასხვა   კიდეს   ქვეყნიერების.

 

სივრცე:  ვერსები,  შორი  მანძილი...

ორად  განგვრჩილეს,  ერთი ნაწილი.

მათ  არ  იცოდნენ,  წამებულ  მკლავებს

ზეშთაგონების  სხივები  კრავენ.

 

მიგვყარ - მოგვყარეს,   კი   ვერ  აგვშალეს.

კედელი... თხრილი... შრე - შრედ   დაგვშალეს.

დაგვაბინადრეს    დანაწილებით -

სხვადასხვა   მხარეს,  ვით  არწივები

 

მეამბოხენი:    ვერსი,    სიშორე...

ვერ  დაგვარღვიეს,    დაგვა-შორ-შორ-ეს.

ყრუ   ჯურღმულებში  მიბნევ - მობნევით

ისე   ჩაგვყარეს,    როგორც   ობლები.

 

ისე    აგვჩეხეს,   ვით   დასტა   კარტის,

რა  დროა,  ნეტა?   რა  დროა?

მარტი?

 

  ***

მოსკოვთან  ახლოს  ლილისფერ  ფიჭვნარს

წვიმის  ზარები  ნელინელ  წინწკლავს,

დადიან  ბრმები  კალუგის  გზებით,

 

ჩვეულ   კალუგურ   სიმღერებითა...

და  მოგალობე  უცხოელ  მწირთა

სახელებს  რეცხავს  მერე  წვიმები.

 

ვფიქრობ,  ოდესმე   მეც   დავიღლები,

გაბეზრებული   მტრებით  და   ძმებით

და  რუსულ   სიტყვით, - ყოვლის  დამთმენით,

 

ვერცხლის  ჯვარს  გულზე  შევიბამ  ნებით,

პირჯვარს   გადვიწერ - და   მოთმინებით

იმ  ძველ  კალუგურ  გზას  დავადგები.

 

***

მინდა  ამღვრეულ   სარკეს  ჩავხედო,

ასიზმარებულს  ნისლის  სუდარით,

მინდა  შევიტყო,  რა  გზით  წახვედით,

სად   არის   თქვენი  ნავსაყუდარი.

 

მე  ვხედავ:  აფრას  ქარებში  გაშლილს,

გემბანზე  ცხადად  წარმომიდგებით...

თქვენ - გახვეული   ორთქმავლის  კვამლში,

სამდურავებით   მწუხრის  მინდვრები.

 

ყორანთა    ფრთები    მოეფინება

საღამოს  ველებს,   გალუმპულს  ცვარით...

_ კურთხევა   თქვენ  და  კეთილი  ნება -

ოთხივე   მხარეს  -  გეწეროთ    ჯვარი!