მე ავიტანე სიზიფეს ლოდი,
არ შემწევია ქედზე სატანა.
მაგრამ მწვერვალზე ის ვერ ვიხილე,
რისთვისაც ღირდა ლოდის ატანა.
მე ავიტანე და მტკაველ-მტკაველ,
ზეცისკენ ავყე მაღალ მთაგორებს.
ამაო ჯაფით გამწყრალმა ლოდი
იქით ფერდისკენ გადავაგორე.
ახლა ნახევრად ამაქვს და ვუშვებ,
ძირს ენარცხება ამომშრალ რუებს.
ასე სჯობია, დროს ხომ ვკლავ ლოდით,
თავსაც ვირთობ და ზევსსაც ვატყუებ.